Thumbnail
  • რომის ლაციოს თავდამსხმელმა გასულ სეზონში მოგებულ ოქროს ბუცზე ისაუბრა
  • იტალიელმა ის მოთამაშე დაასახელა, ვინც მისი აზრით ოქროს ბურთს იმსახურებს

რომის ლაციოს თავდამსხმელმა ჩირო იმობილემ, რომელმაც გასულ სეზონში "ოქროს ბუცი" მოიგო, მოპოვებულ ჯილდოსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. 

იტალიელმა ფეხბურთელმა სერია A-ს 2019/20 წლების სეზონში 36 გოლი შეაგდო და ევროპის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ჩიროს სულ 2 გოლით ჩამორჩა მიუნხენის ბაიერნის პოლონელი ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი. აღსანიშნავია, რომ იტალიის ჩემპიონატში სეზონში 38 მატჩი იმართება, გერმანულ ბუნდესლიგაში - 34.

"ძალიან ამაყი ვარ იმით, რომ ლევანდოვსკის ორი ბურთით ვაჯობე. ის ყოველთვის ჩემი კუმირი იყო. 

როდესაც საუბარი მსოფლიოს საუკეთესო ცენტრფორვარდებს ეხება, ყოველთვის ახსენებენ ლევანდოვსკის, სუარესსა და ბენზემას. არაჩვეულებრივი შეგრძნებაა, როდესაც მათ რიგში მეც მომიხსენიებენ. 

რომ შემეძლოს, "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე ხმას ლევანდოვსკის მივცემდი", - დასძინა ჩირო იმობილემ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სირთულეების გამო, France Football წელს "ოქროს ბურთს" არავის გადასცემს.

პოლონელს წელს კიდევ ერთი ტიტულის მოგება შეუძლია - უეფას სუპერთასის

2019/20 წლების სეზონში, რომელშიც ბაიერნმა ბუნდესლიგა, გერმანიის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, რობერტ ლევნადოვსკი სამივე ტურნირის საუკეთესო ბომბარიდირი გახდა. პოლონელმა ცოტა ხნის წინ აღიარა, რომ შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, "ოქროს ბურთს" საკუთარ თავს გადასცემდა.

კომენტარები

ბოლო ამბები