Thumbnail

ლუის სუარესი ბარსას დაემშვიდობა - ურუგვაელმა ემოცია ვერ შეიკავა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბარსას ფორვარდი, რომელიც ატლეტიკოში მიდის, თანაგუნდელებს დაემშვიდობა
  • ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, ურუგვაელმა კლუბი აცრემლებულმა დატოვა
  • 33 წლის ფეხბურთელის მადრიდულ კლუბში ტრანსფერი მალე გამოცხადდება

ბარსელონას თავდამსხმელი ლუის სუარესი თანაგუნდელებს დაემშვიდობა. ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, 33 წლის ურუგვაელი ფეხბურთელი კატალონიური კლუბის ბაზაზე 23 სექტემბერს, დილით მივიდა, მოგვიანებით კი ის აცრემლებულმა დატოვა. 

ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ტოვებს სუარესი ბარსელონას ბაზას ავტომობილით, ჟურნალისტმა ალეკს პინტატელმა ტვიტერზე გამოაქვეყნა.

სუარესმა, რომელსაც ნდობას ბარსელონას ახალი მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი არ უცხადებს, კლუბთან ხელშეკრულება უაახლოეს მომავალში უნდა გაწყვიტოს. მედიაში მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდამსხმელი კარიერას მადრიდის ატლეტიკოში გააგრძელებს, რომელთანაც ორწლიანი კონტრაქტის პირობებზე უკვე შეთანხმებულია. ცნობილია ასევე, რომ მადრიდულ კლუბში სუარესი წელიწადში 9 მილიონ ევროს მიიღებს. 

ლუის სუარესი ბარსელონაში 2014 წლიდან გამოდიოდა, გასულ სეზონში კი ურუგვაელმა ყველა საკლუბო ტურნირის 36 მატჩში ითამაშა, გაიტანა 21 გოლი და მითვალა 10 საგოლე პასი. სუარესი ურუგვაის ეროვნული ნაკრების ღირსეებას 2007 წლიდან იცავს.

კომენტარები

ბოლო ამბები