Thumbnail

'ხაბიბის სისხლი უნდა ვნახო' - გეიჯი თვლის, რომ ნურმაგომედოვზე გიჟია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ის არანორმალურია და კონკურენცია უყვარს, თუმცა, მე უფრო გადარეული ვარ'
  • რუსულ-ამერიკული დაპირისპირება 24 ოქტომბერს აბუ დაბიშია დაგეგმილი

აბსოლუტურ წონაში UFC-ს დროებითი მსოფლიოს ჩემპიონი ჯასტინ გეიჯი მსუბუქ წონაში ტიტულის მფლობელ ხაბიბ ნურმაგომედოვთან მოახლოებულ ორთაბრძოლას გამოეხმაურა და გამომწვევი განცხადებები გააკეთა:

“ვიცი, რომ მის სისხლს ვნახავ. მინდა, რომ ხაბიბის სისხლი და ამაზე მისი რეაქცია ვნახო. ის ისეთი გიჟი არაა, როგორც მე. დიახ, არანორმალურია და კონკურენცია უყვარს, თუმცა, მე უფრო გადარეული ვარ”.

შეგახსენებთ, რომ გეიჯისა და ნურმაგომედოვის შერკინება 24 ოქტომბერს არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიშია დაგეგმილი და UFC 254-ის ეგიდით შედგება. რუს მებრძოლს პროფესიულ კარიერაში 28-ვე შეხვედრა მოგებული აქვს, ამერიკელს კი 22 გამარჯვება და 2 მარცხი აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები