Thumbnail

‘ტესტის შედეგები უარყოფითია’ - მარტინ ოდეგორს კორონავირუსი არ აქვს

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ესპანური პრესის ინფორმაციით, ოდეგორი ინფიცირებული იყო
  • მადრიდის რეალმა სპეციალური განცხადება გაავრცელა

ესპანურ პრესაში 22 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მადრიდის რეალის ფეხბურთელს მარტინ ოდეგორს კორონავირუსი დაუდასტურდა. მეორე დღეს სოციალური ქსელში გავრცელდა "სამეფო კლუბის" განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ, რომ COVID 19 გუნდში არავის აქვს.

"მადრიდის რეალის ინფორმაციით, ჩვენს პირველ გუნდსა და სამწვრთნელო შტაბში ჩატარებული COVID-19-ის ტესტების შედეგები უარყოფითია", - წერია განცხადებაში.

უარყოფითი პასუხების გამო, მადრიდულ კლუბს შეუძლია ვარჯიში ჩვეულებრივად გააგრძელოს. რაც შეეხება ნორვეგიელ ფეხბურთელს, ის კიდევ ერთ დამატებით ტესტს ჩაიტარებს და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ვარჯიშის განახლების უფლებასაც მიიღებს. რაც მთავარია, 21 წლის ფეხბურთელი რეალ ბეტისთან თამაშსაც შეძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები