Thumbnail
  • 47 წლის სპეციალისტის სწრაფი ტესტი COVID 19-ზე დადებითი აღმოჩნდა
  • ფახთაქორის თავკაცი თვითიზოლაციაშია და გუნდს ვერ უხელმძღვანელებს
  • შოთას მდგომარეობის შესახებ პოპსპორტს არჩილ არველაძე ესაუბრა 

ტაშკენტის ფახთაქორის მთავარი მწვრთნელის შოთა არველაძის სწრაფმა ტესტმა COVID 19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა. ამის შესახებ უზბეკურმა მედიამ დაწერა.

ფახთაქორი ყატარშია, სადაც აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუგურ ეტაპზე დღეს ჩასატარებელი მნიშვნელოვანი მატჩისთვის ემზადება, თუმცა თავად შოთა  სასტუმროში, თვითიზოლაციაში იმყოფება. შოთას ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაგებად მის ტყუპისცალ არჩილ არველაძეს დავუკავშიორდით

არჩილ არველაძე: "ვირუსის გამოსავლენად გუშინ ჩატარებულმა სწრაფრმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. დღეს PCR ტესტი უნდა ჩატარდეს, რომლის პასუხიც ხვალ იქნება. როდესაც შოთას ვესაუბრე, მითხრა, რომ მთლიანობაში თავს კარგად გრძნობს და არც სიცხე აღარ აქვს. თვითიზოლაციაშია გადასული და ფახთაქორს დღევანდელ მატჩში ვერ უხელმძღვანელებს". 

შოთამ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ვირუსის შესახებ ჯერ არ იცოდა

ფახთაქორს აზიის ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში, ბოლო ტურის წინ 8 ქულა აქვს და 3 ქულით ჩამორჩება ლიდერს - საუდის არაბეთის ალ ჰილალს, ხოლო დუბაის შაბაბ ალ აჰლის ქულით უსწრებს. ბოლო, მეოთხე ადგილზე შაჰრი ხუდრუა (1 ქულა), ჯგუფიდან პლეი ოფში კი ორი საუკეთესო გუნდი გადის 

შოთამ ტაშკენტის ფახთაქორი 2017 წლის ზაფხულში ჩაიბარა და მასთან ერთად კლუბში არჩილ არველაძე და გოჩა ტყებუჩავაც დასაქმდნენ. შარშან ქართველმა სპეციალისტმა ფახთაქორს უზბეკეთის ჩემიონობასთან ერთად, ქვეყნის თასი და ლიგის თასიც მოაგებინა.

კომენტარები

ბოლო ამბები