Thumbnail
  • თოკო ევროლიგის მოთამაშეთა ასოციაციის ერთ-ერთ ხელმძღვანელად რჩება
  • ქართველი კალათბურთელის ცსკა, დღეს, VTB-ლიგაში ასტანას ეთამაშება

28 წლის ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია, რომელიც ამჟამად უკვე მოსკოვის ცსკა-ს ღირსებას იცავს, ევროლიგის მოთამაშეთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტად კიდევ ერთხელ აირჩიეს. ქართველი ლეგიონერი აღნიშნულ პოსტზე ჯერ კიდევ ესპანურ ბასკონიაში თამაშის პერიოდში დაამტკიცეს, ორგანიზაციის მორიგ ონლაინ-სხდომაზე კი ნდობა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს.

შენგელიას მსგავსად, ვიცე-პრეზიდენტობა შეინარჩუნა კაილ ჰაინსმა (აშშ), დერიკ ბრაუნი (აშშ) და ჯეიკ კოენი (ისრაელი) კი, ადამ ჰანგამა (უნგრეთი) და ნიკოლა კალინიჩმა (სერბეთი) ჩაანაცვლეს. შეგახსენებთ, რომ ევროლიგის მოთამაშეთა ასოციაციის პრეზიდენტი იტალიელი ლუიჯი დატომეა, დანარჩენი 2 ვიცე-პრეზიდენტის პოსტს კი ბოსნიელი ნიჰად ჯედოვიჩი და ლატვიელი იანის ტიმა იკავებენ.

ცნობისთვის, აღნიშნული ორგანიზაცია ევროლიგის მოთამაშეთა უფლებებს იცავს და ახალი სეზონის მოახლოებასთან ერთად, გარკვეული საკითხების განხილვა აუცილებელი იყო, რაშიც შენგელიაც აქტიურად იყო ჩართული.

ევროლიგის მომავალი სეზონი სტარტს 1 ოქტომბერს აიღებს, ქართველი კალათბურთელის ცსკა კი პირველ მატჩს ბარსელონაში ჩაატარებს. ვთქვათ ისიც, რომ მოსკოველებს უკვე დღეს ელით VTB-ლიგის სასტარტო შეხვედრა. შენგელიას გუნდი ყაზახეთშია ჩასული და ასტანას დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები