Thumbnail

რეალის ფეხბურთელს კორონავირუსი აქვს - მან სოსიედადთან ითამაშა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მარტინ ოდეგაარდს კორონავირუსი დაუდასტურდა
  • რეალის ფეხბურთელმა სოსიედადთან ითამაშა

მადრიდის რეალის ნორვეგიელ შემტევს, მარტინ ოდეგაარდს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარეს, რომელმაც დადებით პასუხი აჩვენა. რეალის ფეხბურთელი ინფიცირებულია და ახლა მთავარი პრობლემა ისაა, რომ მან ლა ლიგის პირველი ტურის მატჩშიც მიიღო მონაწილეობა.

ოდეგაარდმა სოსიედადის წინააღმდეგ ითამაშა. ის შარშან სწორედ ამ კლუბში იყო განათხოვრებული. რეალის სხვა ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია არ ვრცელდება, ხოლო ოდეგაარდი თავს ცუდად არ გრძნობს.

რეალი მომდევნო მატჩს, სევილიაში, ბეტისის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 26 სექტემბერს უნდა ჩატარდეს, მაგრამ დეტალები ჯერ უცნობია. ბეტისს ლა ლიგის პირველ ორ ტურში ორი მოგება აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები