Thumbnail

მოიესი და 2 მოთამაშე პირდაპირ სტადიონიდან წაიყვანეს, მიზეზი კორონავირუსია

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ტესტზე პასუხები ზუსტად თამაშის წინ შეიტყვეს
  • მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა სტადიონი სასწრაფოდ დატოვეს

ვესტ ჰემ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი - დევიდ მოიესი და კლუბის ორი მოთამაშე ინფიცირებული არიან. ამის შესახებ მათ ლონდონის სტადიონზე, ჰალ სიტისთან გასამართი ლიგის თასის მატჩის წინ შეიტყვეს.

მცველი ისაა დიოპი და ნახევარმცველი ჯოშ კალენი ჰალის წინააღმდეგ სასტარტოში იყვნენ, თუმცა პასუხების შემდეგ, სამივე მათგანმა მოედანი დატოვა და თვითიზოლაციაში გადაინაცვლეს. მთავარი მწვრთნელის უეცარმა წასვლამ, გუნდის პერსონალი გაურკვეველ ვითარებაში დატოვა.

"მწვრთნელმა და ორივე მოთამაშემ სტადიონი სასწრაფოდ დატოვეს. არცერთ მათგანს სიმპტომები არ აღენიშნებოდა, ახლა თვითიზოლაციაში არიან და პროტოკოლის მიხედვით მოქმედებენ" - ნათქვამია გუნდის განცხადებაში. ვესტ ჰემმა მატჩი ბოლომდე მიიყვანა და დიდი ანგარიშით - 5:1 მოიგო. 

კომენტარები

ბოლო ამბები