Thumbnail

ჩაკვეტაძე ჯერ მზად არ არის - კიევის დინამოსთან განაცხადში არ შეიყვანეს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

გიორგი ჩაკვეტაძემ ვარჯიში განაახლა, მაგრამ კიევის დინამოსთან მატჩში გენტს ვერ დაეხმარება. ბელგიელთა მთავარმა მწვრთნელმა ვიმ დე დეკერმა წინასამატჩო გაფართოებული განაცხადი დაასახელა, რომელშიც 20 ფეხბურთელი შეიყვანა და მათ შორის 21 წლის ქართველი არ არის.

როგორც ჩანს, გიორგი ამ ეტაპზე სათამაშოდ მზად არაა და მას დრო კიდევ სჭირდება. ამგვარად, გენტი ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში უკრაინულ კლუბს ჩაკვეტაძის გარეშე დაუპირისპირდება. სავარაუდოა, რომ ქართველი შემტევი ბელგიის ჟუპილერ ლიგის მომდევნო ტურისთვის უკვე მზად იქნება.

ჩაკვეტაძემ ტრავმა 15 სექტემბერს, ვენის რაპიდთან დაპირისპირებაში მიიღო და თავდაპირველი ცნობებით, მას 2-3 კვირა ვერ უნდა ეთამაშა. გიორგი ზუსტად ერთ კვირაში საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდა, რაც ერთმნიშვნელოვნად მაგარი ამბავია.

გენტი კიევის დინამოს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ორმატჩიან დუელში დაუპირისპირდება, ბელგიაში 23 სექტემბერს უმასპინძლებს, ხოლო კიევში 29 სექტემბერს ითამაშებს. ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავა.

კომენტარები

ბოლო ამბები