Thumbnail

'მადრიდში მის ნაკვალევს უნდა კოცნიდნენ' - ბეილის აგენტმა რეალის ფანები გალანძღა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • რამდენიმე დღის წინ უელსელი ტოტენჰემში დაბრუნდა
  • ბეილის აგენტმა მისი ყოფილი კლუბი და ბერნაბეუს პუბლიკა გააკრიტიკა

რამდენიმე დღის წინ, ტოტენჰემ ჰოთსპურმა მადრიდის რეალიდან ჯერ-ჯერობით განათხოვრების წესით გარეთ ბეილი დაიბრუნა. ბეილმა მადრიდულ კლუბში 7 წელი გაატარა და ბერნაბეუზე უამრავი ტიტული მოიგო.

"ის ალბათ ბრიტანული ფეხბურთის ყველაზე წარმატებული ექსპორტია. რასაც მან მადრიდში მიაღწია, ამ წარმატების გამო მის ნაკვალევს უნდა კოცნიდნენ..." - განაცხადა უელსელის აგენტმა ჯონათან ბარნეტმა.

სერხიო რეგილიონი და გარეთ ბეილი ტოტენჰემმა დაიმატა

მადრიდში გატარებული წლების დროს, ბეილს ტრავმიანობა ხშირად აწუხებდა, ასევე რეალის ფანების მისდამი სტვენა ტრიბუნებიდან, რაზეც ბარნეტი თავის გამოსვლაში საუბრობს. "მან ამდენი გააკეთა გუნდისთვის და ასე ექცეოდნენ, ეს არამგონია სწორი იყოს."

"არ მინდა ვინმეს ხელი დავადო, მაგრამ ის დამოკიდებულება რაც ფანებმა მისდამი გამოიჩინეს სამარცხვინო იყო." გარეთ ბეილმა რეალის ფორმით 7 სეზონის მანძილზე 251 მატჩი ჩაატარა, სადაც 105 გოლის გატანა შეძლო.

კომენტარები

ბოლო ამბები