Thumbnail

ოფიციალურად: ბაჩანა არაბული საბერძნეთის სუპერლიგაში ითამაშებს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ბაჩანა არაბული ლამიას ფეხბურთელია
  • 26 წლის ქართველი შემტევი ისევ საბერძნეთში ითამაშებს

ქართველი ფეხბურთელი ბაჩანა არაბული კარიერას საბერძნეთის სუპერლიგის ბინადარ ლამიაში გააგრძელებს. 26 წლის თავდამსხმელმა ბერძნულ კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა და ინფორმაციაც ოფიციალურად დადასტურდა.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ლამიაში გადმოვედი, მოუთმენლად ველოდები გულშემატკივრებისა და ქალაქისთვის თამაშს. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გუნდმა წარმატებებს მიაღწიოს", - თქვა ქართველმა მოთამაშემ.

ბაჩანა არაბული გასულ სეზონშიც საბერძნეთის სუპერლიგაში თამაშობდა და პანიონიოსში ჩატარებულ 30 მატჩში თავი 6 გოლითა და 1 საგოლე პასით გამოიჩინა.

ლამიაში ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, გუგა ფალავანდიშვილი გადავიდა, რომლის დებიუტი 20 სექტემბერს, ოფი-სთან მატჩში შედგა. ლამიამ მიმდინარე სეზონი ცუდად დაიწყო და 2 ტურის შემდგე 0 ქულით ბოლო ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები