Thumbnail
  • ინფორმაციას ატლეტიკო სოციალურ ქსელში ავრცელებს
  • ურუგვაელი საკუთარ სახლში იზოლირებულია

ხოსე მარია ხიმენესს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ურუგვაელი ფეხბურთელის კლუბმა მადრიდის ატლეტიკომ სოციალური ქსელის მეშვეობით გამოაცხადა.

ორშაბათს გუნდმა და სამწვრთნელო შტაბმა პროტოკოლის გათვალისწინებული PCR-ტესტები ჩაიტარეს. პასუხების მიღების შემდეგ აღმოჩნდა, რომ გუნდის 25 წლის ფეხბურთელს COVID-19 აქვს.

ხიმენესი საკუთარ სახლშია იზოლირებულია და იცავს კარანტინის წესებს. ლა ლიგის პროტოკოლის მიხედვით, მადრიდული კლუბის ფეხბურთელები შემდეგ ვარჯიშს ინდივიდუალურად ჩაატარებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები