Thumbnail

ნეიმარი რასიზმში იქით დაადანაშაულეს - მარსელს ფაქტიც აქვს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელი ნეიმარი, რომელიც მარსელთან ლიგა 1-ის მე-3 ტურის შეხვედრაში (0:1) მეტოქისგან მიყენებულ რასისტულ შეურაცხყოფაზე საუბრობდა, ანალოგიურ ქმედებაშია ეჭვმიტანილი. 

El Partidazo de COPE ტვიტერზე წერს, რომ ბრაზილიელს პროვანსელთა იაპონელი მცველის, ჰიროკი საკაის შეურაცხყოფას აბრალებენ. ამტკიცებენ, რომ მატჩის მიმდინარეობისას ნეიმარმა მას ჩინური განავალი უწოდა და მარსელს ამის დამამტკიცებელი საბუთიც აქვს.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-მარსელის მატჩი სკანდალური გამოდგა და არბიტრმა ორივე გუნდის ხუთი ფეხბურთელი, მათ შორის ნეიმარიც გააძევა. ბრაზილიელმა წითელი ბარათი მარსელის ესპანელი მცველისთვის, ალვარო გონსალესისთვის თავში წამორტყმისთვის მიიღო.

📺 ვიდეო: პსჟ 0:1 მარსელი | სკანდალური ბოლო წუთები

მოგვიანებით ნეიმარმა განაცხადა, რომ ალვარომ მას "ბინძური მაიმუნი" უწოდა და სწორედ ამის გამო გამოვიდა წყობილებიდან. თავად ესპანელმა ფეხბურთელი რასისტული შეურაცხყოფის ფაქტი უარყო.

სხვათა შორის, ექსპერტებმა, რომლებიც ტუჩების მოძრაობით სიტყვების გარჩევაზე არიან სპეციალიზებულნი, ნეიმარი-გონსალესის ეპიზოდის ვიდეო გამოიკვლიეს და მართალია, ზედმიწევნით ზუსტად ვერ ამოიკითხეს ალვაროს წარმოთქმული წინადადება, მაგრამ დაადგინეს, რომ ამ უკანასკნელმა სიტყცა "მაიმუნი" ნამდვილად გამოიყენა.

პსჟ-მარსელის მატჩის ბოლო წუთებზე გაწევ-გამოწევა იყო

ლიგა 1-ში გასული 4 ტურის შემდეგ, თომას ტუხელის გუნდს 2-2 მოგება და წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა. მარსელი 7 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები