Thumbnail

მორაგბე ლაშა საჯაია დაჭრეს - შსს შეიარაღებულ თავდასხმაზე ინფორმაციას ავრცელებს

  • თავადასხმა ვეძისში - დაჭრილია 4 ახალგაზრდა.
  • დაზარალებულია სარაგბო კლუბ რასინგის მორაგბე ლაშა საჯაია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ვეძისის დასახლებაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგაზე 4 ახალგაზრდა დაჭრეს.

შსს: ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ექსპერტ-კრიმინალისტები და კინოლოგები მუშაობენ. პოლიციამ ამოიღო, სავარაუდოდ, დანაშაულის ჩადენის იარაღიდან გასროლილი ტყვიების მასრები, რომელთა შესამოწმებლადაც შესაბამისი ექსპერტიზა დაინიშნა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ცნობილია, რომ ამ ოთხ ადამიანს შორის არის მორაგბე ლაშა საჯაია, რომელიც საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ღირსებას იცავდა 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, როდესაც ქართველმა 20-წლამდელებმა იტალიელ თანატოლებს მოუგეს.

ლაშა საჯაია საკლუბო დონეზე ფრანგული რასინგის ღირსებას იცავს.

ფოტო: ლაშა საჯაიას FB
გოგლიკა ხუროშვილი, გია ნიჟარაძე და ლაშა საჯაია
იტალიასთან მოგების შემდეგ

კომენტარები

ბოლო ამბები