Thumbnail
  • ჩილელი ფეხბურთელი ბარსელონადად მილანის ინტერში გადავიდა
  • 33 წლის ნახევარმცველი ისევ ანტონიო კონტეს განკარგულებაში იქნება

არტურო ვიდალი იტალიაში დაბრუნდა. მილანის ინტერის ოფიციალურმა საიტმა ნახევარცველის ბარსელონადან ტრასნფერის შესახებ გამოაცხადა.

მილანური კლუბი კონტრაქტის ხანგრძლივობისა და გარიგების დეტალების შესახებ არაფერს იუწყება, თუმცა მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "ნერაძური" ჩილელ ფეხბურთელში სულ რაღაც მილიონ ევროს გადაიხდიდა, თავად არტუროს ხელფასი კი, ბონუსების გარეშე, 6 მილიონ ევროს შეადგენდა. შეთანხმება სავარაუდოდ, 2022 წლამდე, მისი კიდევ ერთი წლით განხანგრძლივების შესაძლებლობით გაფორმდა.

 ბარსელონაში არტურო ვიდალის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ, კლუბში მთავარ მწვრთნელად რონალდ კუმანის მისვლის შემდეგ დადგა. საბოლოოდ ჩილელმა კატალონიელებთან კონტრაქტი, რომელიც 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა, გაწყვიტა, რის შემდეგაც, უკვე ყოფილ თანაგუნდელებს დაემშვიდობა და ბაზიდან აიბარგა.

ფეხბურთელის მილანურ კლუბში მიწვევით, მისი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე იყო დაინტერესებული. თავის დროზე არტუროს იტალიელ სპეციალისტთან ერთად ტურინის იუვენტუსში უმუშავია, რომლის ღირსებას 2011-15 წლებში იცავდა.

ინტერის თავკაცი ჩილელის შესაძლებლობებს ძალიან კარგად იცნობს

33 წლის ჩილელი ნახევარმცველი ბარსელონას ღირსებას 2018 წლიდან იცავდა, მანამდე კი მიუნხენის ბაიერნში, ტურინის იუვენტუსში, ლევერკუზენის ბაიერსა და კოლო-კოლოში გამოდიოდა. ვიდალი ჩილეს ეროვნულ ნაკრებში 2007 წლიდან თამაშობს. 

კომენტარები

ბოლო ამბები