Thumbnail
  • ბარსელონას ხელმძღვანელებს დაცვის ხაზის გაახალგაზრდავება სურთ.
  • კატალონიელები ლაიპციგის უნიჭიერესი მცველის შეძენას გეგმავენ.

ლაიპციგის მცველი დაიო უპამეკანო ჯერ მხოლოდ 19 წლისაა, მაგრამ უკვე ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. ახალგაზრდა ფრანგმა ამ სეზონში იმდენად დიდი პროგრესი განიცადა, რომ ტოპ-კლუბებს გაუღვივა ინტერესი.

ფრანგული “ტელეფუტის” ინფორმაციით, მისი გადაბირება თვით ბარსელონას სურს. კატალონიელებს უპამეკანოს შეძენა იმ შემთხვევაშიც სურთ, თუ სამუელ უმტიტი ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

უპამეკანოს ლაიპციგთან კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს გაფორმებული. ხელშეკრულებაში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც მისმა მსურველმა 100 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს. როგორც ჩანს, ბარსელონას ხელმძღვანელებს ლაიპციგის მცველი ამდენად უღირთ.

ზამთარში ბარსა ხავიერ მასკერანომ დატოვა (33 წლის არგენტინელი ჩინეთში წავიდა). ვერმაელენის (32 წლის) და პიკეს (31) სახით ბარსას უკვე ასაკში მყოფი მცველები ჰყავს. უპამეკანოს სახით ბარსელონა ნიჭიერ ახალგაზრდა მცველს მიიღებს.

კომენტარები

ბოლო ამბები