Thumbnail
  • ვულვერჰემპტონი 1:3 მანჩესტერ სიტი
  • პეპ გვარდიოლას გუნდმა სეზონი გამარჯვებით დაიწყო

მანჩესტერ სიტისთვის ახალი სეზონი პოზიტიურად დაიწყო. პეპ გვარდიოლას გუნდს პრემიერლიგაში პირველი ტურის მატჩი გადაედო, ამჯერად კი, სტუმრად ვულვერჰემპტონს აჯობა, რომელთანაც შარშანდელ სეზონში ორივე თამაში წააგო.

ამჯერად, "ქალაქელებს“ შეცდომა აღარ დაუშვიათ და მეტოქეს 3:1 მოუგეს. ანგარიში ბელგიელმა კევინ დე ბრუინმა გახსნა, ხოლო 12 წუთში ფილ ფოდენმა სხვაობა ორამდე გაზარდა. ნუნუ ეშპირიტუს გუნდმა გაბრძოლება სცადა, 78-ე წუთზე პოდენსეს პასით რაულ ხიმენესმა თავური დარტყმით გაიტანა და გუნდი თამაშში დააბრუნა, თუმცა, მასპინძლებისთვის ეს მაქსიმუმი აღმოჩნდა. მასპინძლებმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლო წუთზე მესამეც გაუშვეს. სიტის მხრიდან თავი ბრაზილიელმა გაბრიელ ჟეზუშმა გამოიჩინა.

ჟეზუშის გოლი ისტორიულიც გამოდგა, რადგან პრემიერლიგაში ახალი რეკორდი დამყარდა. მას შემდეგ, რაც ინგლისის პრემიერლიგა 20-გუნდიანია, ერთ ტურში სარეკორდო რაოდენობის გოლები გავიდა - 44. მანჩესტერ სიტი პრემიერლიგაში მომდევნო მატჩს 27 სექტემბერს, შინ ლესტერთან ჩაატარებს.

ვულვერჰემპტონი 1:3 მანჩესტერ სიტი

გოლები: 0:1 დე ბრუინი (20, პენ), 0:2 ფოდენი (32), 1:2 რაულ ხიმენესი (78), 1:3 გაბრიელ ჟესუსი (90)

კომენტარები

ბოლო ამბები