Thumbnail

ტოჩინობოტიც არსებობს? რობოტ-სუმო მთელ მსოფლიოში პოპულარული ხდება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • რობოტ-სუმოში წესები თითქმის იგივეა, რაც ნამდვილში.
  • რობოტ-სუმოში პირველი ტურნირი 1989 წელს გაიმართა.

ლევან გორგაძის (ტოჩინოშინი) უდიდესი წარმატების შემდეგ სუმო საქართველოშიც ბევრმა შეიყვარა. ახლა პროფესიონალი სუმოისტები მაისის ბაშოსთვის ემზადებიან, თუმცა ჩვეულებრივ სუმოსთან ერთად ასევე არსებობს რობოტ-სუმო, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია პოპულარული.

► იაპონური რობოტი ადამიანს ტოლს არ უდებს

წესები მარტივია, მრგვალ სარბიელზე ერთმანეთს ეჯიბრებიან რობოტები, მიზანი კი ზუსტად ისეთია, როგორც ნამდვილ სუმოში - მოისროლო მეტოქე "დოჰიოდან". 

თქვენ წარმოიდგინეთ, რობოტ-სუმოში წონითი კატეგორიებიც არსებობს და ყველა კლასს თავისი სახელი აქვს.

ტექნოლოგიები ახალი ხილია, მაგრამ რობოტ-სუმო არც ისე ახალი "სპორტის" სახეობაა, პირველი საცდელი ტურნირი 1989 წელს გაიმართა. რობოტ-სუმო ორი კლასისაა - თვითკონტროლირებადი და რადიოკონტროლირებადი რობოტებით.

კომენტარები

ბოლო ამბები