Thumbnail
  • ჟოზე მოურინიო დელე ალის გუნდიდან უშვებს
  • ბეილის მოსვლის შემდეგ, ალის შანსები კიდევ უფრო შემცირდა
  • მის შემცვლელად იუნაიტედის ჯესი ლინგარდს მოიაზრებენ

დელე ალის ტოტენჰემიდან წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია. საუთჰემპტონთან 5:2 მოგებულ შეხვედრაში ჟოზე მოურინიომ იგი განაცხადშიც კი არ შეიყვანა. ინგლისური პრესის ცნობით, ჟოზეს ალისთან კონფლიქტი აქვს და მას მოტივაციის ნაკლებობაში ადანაშაულებს. მის მდგომარეობას ლონდონში კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ ტოტენჰემში გარეთ ბეილი ბრუნდება.

ბეილის მოსვლასთან ერთად, კონკურენცია მხოლოდ მოიმატებს. უელსელი დაახლოებით იგივე პოზიციებზე თამაშობს, სადაც ალი. ეს კი ამ უკანასკნელის ძირითადში მოხვედრის შანსებს კიდევ უფრო შეამცირებს. დელე ალის ყველაზე აქტიურად პსჟ-ს უკავშირებენ. თავად ტოტენჰემსაც ურჩევნია, რომ თავისი ერთ-ერთი ლიდერი სხვა ლიგაში გაყიდოს და რომელიმე კონკურენტი არ გააძლიეროს.

თუკი ალი წავა, ტოტენჰემი მის პოზიციაზე, სავარუდოდ, კიდევ ერთი მოთამაშის დამატებას შეეცდება. ასეთი მანჩესტერ იუნაიტედის ჯესი ლინგარდია. მას მოურინიო უკვე იცნობს - მათ ერთად მუშაობის გამოცდილება აქვთ. იუნაიტედში მან სათამაშო დრო დაკარგა და გუნდიდან წასვლა უნდა. ასე რომ, ტოტენჰემს ლინგარდის დამატება იოლად შეუძლია.

კომენტარები

ბოლო ამბები