Thumbnail

'ყველას სკამი და თანამდებობა უნდა' - გორგოძე ქართულ რაგბში შექმნილ სიტუაციაზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'დიდია ალბათობა, რომ 8 ერში მეტოქეებმა საკმაოდ მაგრად მოგვიგონ'
  • მამუკა გორგოძემ ინტერვიუ საქართველოს პირველ არხს მისცა

ლეგენდარული ქართველი მორაგბე მამუკა გორგოძე, რომელმაც სახელოვანი კარიერა მცირე ხნის წინ დაასრულა, საქართველოს პირველი არხის სპორტულ გადაცემაში “ტაიმ-აუტი” ჩაერთო და ბოლო პერიოდში ქართულ რაგბში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

“თუკი ბოლოდროინდელ სიტუაციას თვალს გადავავლებთ, ქართულ რაგბში სახარბიელო სიტუაცია ნამდვილად არ არის, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი დალაგდება და წინსვლა გაგრძელდება. სხვა საქმეა, რომ ჩვენ უკვე იმ დონეზე ვართ, რომ პროგრესის მიღწევა ძალიან რთული იქნება. ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ პირიქით რეგრესი არ განვიცადოთ და ის ადგილი მაინც შევინარჩუნოთ, რაზეც ახლა ვართ, შემდეგ კი, ნელ-ნელა წინ უნდა წავიდეთ. წინსვლისთვის უკვე ისეთ გუნდებს უნდა მოვუგოთ, როგორებიც ინგლისი, უელსი, ირლანდია და შოტლანდია არიან და ამ დროს ავტორიტეტის შენარჩუნება ძნელი იქნება. ხალხი შეჩვეულია რუსეთთანა და რუმინეთთან მოგებებს, ამ დროს კი, ალბათ ბევრს წინასწარ წაგებაზე საუბარი არ მოეწონება, თუმცა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, რაგბი ის თამაშია, სადაც სასწაულები ძალიან იშვიათად ხდება. ამდენად, მეტია ალბათობა, რომ 8 ერზე ხსენებულმა გუნდებმა საკმაოდ მაგრად მოგვიგონ. ამა არ უნდა შეგვაცვლევინოს რაგბისადმი დამოკიდებულება, რადგანაც თუკი მსოფლიო რაგბი კარგი თვალით შემოგვხედავს და ისევ უკან არ დაგაბრუნებს, პროგრესიც იქნება. პირადად ყოველთვის მზად ვარ ქართულ რაგბს რიგითი ჯარისკაცის რანგში დავეხმარო. ამისთვის, არაა აუცილებელი რაიმე პოსტზე ყოფნა, არადა, ეს ქართული მენტალიტეტია - ყველას სკამი, თანამდებობა და პირველობა უნდა. მე არ ვარ ასეთი ამბიციური, უფრო სწორად საქმეში ვარ ამბიციური და მაქსიმალისტი და მჯერა, რომ ქვეყნის სამსახურში ყოფნა პოსტის გარეშეც შეიძლება. როდესაც ყველანი ერთ ნავში ჩავჯდებით და ერთ საქმეს გავაკეთებთ, მაშინ პროგრესიც იქნება, ხოლო თუკი ყველას პირველობა და მეორეობა უნდა, ეს, რაგბის განვითარებას არ წაადგება”.

კომენტარები

ბოლო ამბები