Thumbnail
  • ბელარუსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუნდში 35 ფეხბურთელი გამოიძახა
  • მიხაილ მარხელი ოქტომბრის მატჩებისთვის ამ ფეხბურთელებიდან 27-ს შეარჩევს
  • ბელარუსებს ლეგიონერები მხოლოდ რუსეთიდან და ყაზახეთიდან ჰყავთ 

ბელარუსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხაილ მარხელმა იმ გუნდის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომლითაც ოქტომბრის მატჩებისთვის, მათ შორის საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირებისთვის მოემზადება.

ევრო 2020-ის პლეი ოფის ½-ფინალში, საქართველო-ბელარუსის შეხვედრა თბილისში, 8 ოქტომბერს გაიმართება და მასში გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის კოსოვო-ჩრდილოეთ მაკედონიის წყვილში მოგებულს 12 ნოემბერს უმასპინძლებს.

ბელარუსის ნაკრები 3 ოქტომბერს, ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში შეიკრება და მომავალი მატჩებისთვის მზადებას დაიწყებს. მარხელის გუნდი თბილისში 7 ოქტომბერს გამოემგზავრება. 

ბელარუსის ნაკრებმა თბილისური მატჩის წინ სტუმრად ყაზახეთს მოუგო

ბელარუსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხაილ მარხელმა ამჟამად 35 ფეხბურთელი გამოიძახა, საიდანაც საბოლოო 27-კაციან სიას 28 სექტემბერს გამოაცხადებს:

მეკარეები: ალეკსანდრ გუტორი (სოლიგორსკის შახტარი), დენის შჩერბიცკი (ბატე), ეგორ ხატკევიჩი (ისლოჩი), სერგეი იგნატოვიჩი (დინამო-ბრესტი).

მცველები: ალეკსანდრ მარტინოვიჩი (კრასნოდარი, რუსეთი), მაკსიმ ბორდაჩოვი (ტორპედო-ბელაზი), დენის პოლიაკოვი (ქაირათი, ყაზახეთი), ნიკიტა ნაუმოვი (ჟეტისუ, ყაზახეთი), ალეკსანდრ პავლოვეცი, რომან იუზეპჩუკი (ორივე დინამო-ბრესტი), ალეკსანდრ საჩივკო (სოლიგორსკის შახტარი), ნიკოლაი ზოლოტოვი (ურალი, რუსეთი), მაკსიმ შვეცოვი (დინამო მინსკი), ალეკსეი ლეგჩილინი (ნემანი), სერგეი კარპოვიჩი (ისლოჩი).

ნახევარმცველები: სტანისლავ დრაგუნი, იგორ სტასევიჩი, პაველ ნეხაიჩიკი, ევგენი იაბლონსკი (ყველა ბატე), ივან მაეცსკი, მაკს ებონგი (ასტანა, ყაზახეთი), პაველ სავიცკი, კირილ პეჩენინი (ორივე დინამო-ბრესტი), ნიკიტა კორზუნი, იური კენდიში, დმიტრი პოდსტრელოვი (ყველა სოლიგორსკის შახტარი), იური კოვალიოვი, ვალერი გრომიკო (ორივე არსენალი, რუსეთი), ივან ბახარი, ვლადისლავ კლიმოვიჩი (ორივე დინამო-მინსკი), ანდრეი ხაჩატურიანი (ტორპედო-ბელაზი). 

თავდამსხმელები: მაკსიმ სკავიში (ბატე), ნიკოლაი სიგნევიჩი (ხიმკი, რუსეთი), დენის ლაპტევი (დინამო-ბრესტი), ვიტალი ლისაკოვიჩი (ლოკომოტივი, რუსეთი).

ვლადიმირ ვაისს საქართველოს ნაკრებში უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის

ბელარუსის ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის 2020/21 წლების გათამაშებაში, C დივიზიონის მე-4 ჯგუფში ორი მატჩი გამართა - შინ ალბანეთთან ანგარიშით 0:2 დამარცხდა, შემდეგ კი სტუმრად ყაზახეთს სძლია - 2:1.

თბილისური თამაშის შემდეგ, მარხელის გუნდს უეფას ერთა ლიგაში გასვლითი მატჩი ლიეტუვასთან (11 ოქტომბერს) და საშინაო შეხვედრა ყაზახეთთან (14 ოქტომბერს) უწევს.

კომენტარები

ბოლო ამბები