Thumbnail

ექიმები ტრიბუნაზე - მილანი სამედიცინო პერსონალს მადლობას უხდის

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • მილანი თავის პირველ შეხვედრაზე ექიმებს პატიჟებს
  • კლუბი ვირუსით განსაკუთრებით დაზარალებულ ლომბარდიას წარმოადგენს
  • პირველ ეტაპზე ტრიბუნებზე მხოლოდ 1000 კაცი დაიშვება

დღეს მილანი სერია A-ს ახალ სეზონში თავის პირველ შეხვედრას გამართავს. სტეფანო პიოლის გუნდი 'სან სიროზე' ბოლონიას მასპინძლობს. ექვსთვიანი პაუზის შემდეგ იტალიაში გულშემატკივარი ნელ-ნელა ტრიბუნებზე ბრუნდება. პირველ ეტაპზე ტრიბუნებზე მხოლოდ 1000 კაცი დაიშვება. მილანმა, რომელიც კორონავირუსით განსაკუთრებით დაზარალებულ ლომბარდიის რეგიონს წარმოადგენს თავისი პირველი საშინაო შეხვედრისთვის სიმბოლური აქცია მოიფიქრა.

კლუბის გადაწყვეტილებით ამ 1000 ბილეთიან კვოტაში ის ექიმებს და სამედიცინო პერსონალს მოიწვევს და ამ ფორმით გადაუხდის მათ მადლობას.

ექიმების გარდა მილანი პირველ თამაშზე ტრიბუნებზე კლუბის პერსონალს, მოთამაშეების ოჯახის წევრებს, სპონსორებს და პარტნიორებს მოიწვევს. მაყურებელი სამი სხვადასხვა შესასვლელით უნდა შევიდეს და გავიდეს სტადიონზე და აუცილებელი თერმოსკრინინგი გაიაროს.

კომენტარები

ბოლო ამბები