Thumbnail
  • გერმანიის რბოლას მაყურებლები დაესწრებიან
  • ნიურბურგრინგზე ფორმულა 1 შვიდი წლის შემდეგ ბრუნდება

რა არის ნიურბურგრინგზე ფორმულა 1-ის რბოლისთვის ყურებაზე კარგი? ნიურბურგრინგზე ისეთი რბოლის ყურება, რომელსაც მაყურებლებიც ესწრებიან!
 
გერმანიაში ფორმულა 1 ფანებთან ერთად დაბრუნდება! ორშაბათს, ნიურბურგრინგმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ 11 ოქტომბერს დაგეგმილ გრანპრის მაყურებლებიც დაესწრებიან. ბილეთების გაყიდვა უკვე იწყება (ფასი 200 ევროდან). საერთო ჯამში, ამ რბოლაზე დასწრება 20 000-მდე გულშემატკივარს შეეძლება - ცხადია, სოციალური დისტანციითა და დამცავი ნიღბებით.

“11 ოქტომბერს, როდესაც აიფელის დიდი პრიზი გათამაშდება, ეს არ იქნება ერთი რიგითი რბოლა. ეს არის განსაკუთრებული მოვლენა ნიურბურგრინგისთვის, გერმანიისთვის და ავტოსპორტისთვის,” - განაცხადა რაინლანდ-პფალცის პრემიერმა მალუ დრაიერმა.

შეგახსენებთ, რომ ფორმულა 1 ნიურბურგრინგზე 2013 წლის შემდეგ პირველად ბრუნდება და ახლა უკვე ცხადია, რომ იქნება ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო...

კომენტარები

ბოლო ამბები