Thumbnail

'მესისა და სუარესთან ახლო მეგობრობა არასდროს მქონდა' - ივან რაკიტიჩი არ მალავს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • სევილიაში დაბრუნებულმა ხორვატმა ყოფილ თანაგუნდელებზე ისაუბრა
  • 32 წლის ნახევარმცველმა კატალონიურ კლუბში ექვსი წელიწადი გაატარა

სევილიას ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა, რომელიც “რამონ სანჩეს პისხუანზე" ბარსელონადან სეზონის დაწყების წინ დაბრუნდა, კატალონიურ კლუბის თავდამსხმელებთან, ლიონელ მესისა და ლუის სუარესთან ურთიერთობაზე ისაუბრა. 

ხორვატი ფეხბურთელი, რომელმაც ბარსელონაში ექვსი წელიწადი გაატარა, აცხადებს, რომ არგენტინელ და ურუგვაელ ვარსკვლავებთან ახლო მეგობრობა არასდროს აკავშირებდა.

ხორვატს არგენტინელთან არაერთი ბედნიერი წუთი აკავშირებს 

"მე, მესი და სუარესი ახლო მეგობრები არასდროს ვყოფილვართ. წარმოუდგენელია, რომ გუნდის 23-24 ფეხბურთელიდან ერთმანეთთან ყველა მეგობრობდეს.

ჩემი ახლო მეგობრები იყვნენ ინიესტა, ტერ შტეგენი, ბოატენგი და ფირპო. თუმცა, პატივისცემით ვეპყრობი ლეოსა და ლუისს, ისინი იყვნენ ჩემი თანაგუნდელები ექვსი წლის განმავლობაში და ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები. მათთან კარგი ურთიერთობა მქონდა.

პანდემიით გამოწვეული პაუზის დროს ყველანი ერთად ვიყავით, პრაქტიკულად, მეზობლებივით. მადლობელი ვარ იმ დამოკიდებულებისთვის, რომელიც მათ წლების განმავლობაში ჩემს მიმართ ჰქონდათ”, - აქვეყნებს ივან რაკიტიჩის ნათქვამს ესპანური მედია. 

რაკიტიჩი სევილიაში 2024 წლამდე ითამაშებს

32 წლის ხორვატი ნახევარმცველი ესპანეთში გელზენკირხენის შალკედან 2011 წელს აღმოჩნდა, სადაც სევილიაში გატარებული სამი წლის შემდეგ, ბარსელონაში გადავიდა. რაკიტიჩმა კატალონიურ კლუბთან ერთად ოთხ-ოხჯერ  ლა ლიგა და ესპანეთის თასი, ერთხელ კი ჩემპიონთა ლიგა მოიგო. 

გასულ ზაფხულს სევილიამ ფეხბურთელში 1,5 მილიონი ევრო გადაიხადა, თუმცა ბონუსების გათვალისწინებით თანხა 9 მილიონამდე შეიძლება გაიზარდოს. 

კომენტარები

ბოლო ამბები