Thumbnail

აკი ბაშო | ტოჩინოშინი ოძეკისთან დამარცხდა და ისევ უარყოფით ბალანსზეა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა სუმოისტმა ტოკიოს ტურნირზე მეხუთედ წააგო
  • მისი მომდევნო მეტოქე სეკივაკე მიტაკეუმი იქნება

32 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა ტოკიოში მიმდინარე საშემოდგომო სუპერტურნირზე ზედიზედ მე-2 ოძეკის ვეღარ აჯობა და დადებით ბალანსზე (კაჩი-კოში) გასვლა ისევ ვერ მოახერხა. 9 დღის თავზე ქართველი სეკიტორის მონაგარი 4 მოგება და 5 მარცხია.

შეგახსენებთ, რომ დასავლეთის მე-4 მაეგაშირას წოდების მქონე ტოჩინოშინმა გუშინ დასავლეთის პირველი ოძეკი ტაკაკეიშო ჰატაკიკომით დაამარცხა, დღეს კი აღმოსავლეთის პირველ ოძეკი ასანოიამასთან უვატენაგეთი წააგო. ამ უკანასკნელმა წარმატებული სერია 6 დღემდე გააგრძელა, ჩვენებურთან ურთიერთშეხვედრებში კი 4:2 დაწინაურდა.

აკი ბაშოს მე-10 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე დასავლეთის პირველი სეკივაკე მიტაკეუმი იქნება, რომელსაც მიმდინარე შეჯიბრზე ზურგს 5 მოგება უმაგრებს. ქართველი სუმოისტი 27 წლის იაპონელს კარიერაში 12-ჯერ შეხვედრია და ორმაგი უპირატესობა აქვს: 8 გამარჯვება, 4 წაგება.

კომენტარები

ბოლო ამბები