Thumbnail

ტრანსფერები | სემედუ ბარსელონას დატოვებს - კუმანი შემცვლელს ეძებს

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • ნელსონ სემედო ვულვერჰემპტონში მიდის
  • მის ნაცვლად კუმანს აიაქსის სერჟინიო დესტის შეძენა სურს
  • ტრანსფერის ძირითადი მიზეზი ფინანსებია

ბარსელონას მარჯვენა მცველი ნელსონ სემედუ, დიდი ალბათობით, 'კამპ ნოუს' დატოვებს. კატალონელებმა პრემიერლიგის ვულვზის 40-მილიონიანი წინადადება უკვე მიიღეს. ტრანსფერის უპირველესი მოტივაცია ფინანსური ფაქტორია. ბარსელონას სურს, რომ სემედუს ნაცვლად, რომელიც დამაჯერებლად ვერ გამოიყურება, უფრო დაბალბიუჯეტიანი მოთამაშე ჰყავდეს.

'ელ მუნდო დეპორტივოს' ცნობით, კუმანი არჩევანს სამ პოტენციურ კანდიდატს შორის გააკეთებს. ერთ-ერთი მათგანი აიაქსის ამერიკელი მარჯვენა მცველი სერჟინიო დესტია. იგი მხოლოდ 19 წლისაა და თავის პოზიციაზე ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ მიიჩნევა. მისით ბაიერნიცაა დაინტერესებული. დესტის ფასი დაახლოებით 20 მილიონი ევროა.

დესტი რონალდ კუმანის ფავორიტია

თუ დესტის ტრანსფერი არ გამოვიდა, კუმანის სათადარიგო ვარიანტები ბეტისის მარჯვენა მცველი, ბრაზილიელი ემერსონი და ნორვიჩ სიტის მაქს აარონსი არიან. პრიორიტეტი ემერსონს მიენიჭება, რომელიც ლა ლიგას უკვე იცნობს და მხოლოდ 6 მილიონი ღირს. ეს კი ბარსელონას, რომელსაც ფინანსური პრობლემები აქვს, სოლიდური მოგების საშუალებას მისცემს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები