Thumbnail

მოურინიო კეინს ინტერვიუში ჩაეჭრა - ჰარის უნიკალური მიღწევა პრემიერლიგაში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლონდონის ტოტენჰემმა სტუმრად საუთჰემპტონი დაამარცხა - 5:2
  • კეინმა ერთი გოლი გაიტანა, ოთხჯერ კი ჰეუნ მინ სონს გაატანინა
  • თამაშის შემდეგ ჟოზე ჰარის ინტერვიუში ჩაერთო 

ლონდონის ტოტენეჰემის თავდამსხმელმა ჰარი კეინმა, საუთჰემპტონთან ინგლისის პრემიერლიგის მე-2 ტურის შეხვედრაში (5:2), ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ ოთხჯერ ჰეუნ მინ სონს გაატანინა.

📺 საუთჰემპტონი V ტოტენჰემი

ინგლისელი და კორეელი ფეხბურთელები პრემიერლიგაში უნიკალური მიღწევის ავტორები გახდნენ. ეს პირველი შემთხვევაა ლიგის ისტორიაში, როდესაც ფეხბურთელი თანაგუნდელს ერთ მატჩში ოთხი საგოლე გადაცემით ამარაგებს.

თამაშის შემდეგ ჰარი კეინი ჟურნალისტის შეკითხვებს პასუხობდა, როდესაც კამერის ობიექტივში ტოტენჰემის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გაჩნდა. პორტუგალიელი ფეხბურთელს საუბარში ჩაეჭრა და აღნიშნა, რომ ჰარი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა.

ჰარი კეინი "დეზების" მთავარ გუნდში 2011 წლიდან გამოდის. 27 წლის ინგლისელმა თავდამსხმელმა 2019/20 წლების სეზონში პრემიერლიგის 29 მატჩში ითამაშა, გაიტანა 18 გოლი და მიითვალა 2 საგოლე პასი.

ლონდონის ტოტენჰემმა პრემიერლიგაში პირველი მოგება იზეიმა და 3 ქულა აქვს. საუთჰემპტონი ჯერჯერობით უქულოდაა. მომდევნო ტურში მოურინიოს გუნდი ნიუკასლს დაუპირისპირდება, საუთჰემპტონი კი ბარნლის შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები