Thumbnail

'არ ვაპირებ ვინმეს მივბაძო' - ანდრეა პირლომ სასტარტო გამარჯვება შეაფასა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

იუვენტუსმა 2020/21 წლების სეზონი გენუის სამპდორიასთან გამარჯვებით (3:0) დაიწყო და ანდრეა პირლოს მწვრთნელის რანგში შესანიშნავი დებიუტი ჰქონდა. 41 წლის იტალიელმა თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა. პირლომ Sky Sport-თან საუბარში აღნიშნა, რომ მის გუნდს მე-2 გოლის გატანა და თამაშში ინტრიგის მოკვლა ადრეულადვე შეეძლო. ანდრეასვე განცხადებით, მას საკუთარი იდეები აქვს და არ აპირებს, ვინმეს მიბაძოს.

ანდრეა პირლო (იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი): "პირველი ტაიმი კარგი იყო, დასანანია, რომ თავიდანვე ვერ მოვახერხეთ თამაშის დახურვა და რამდენიმე გოლის გატანა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში ფხიზლად ვიყავით. სამპდორია ყველა ხარვეზის დაფარვას ცდილობდა, ჩვენ კი მათ კონტრშეტევებს კარგად ვაკონტროლებდით. ვესტონ მაკკენი ბევრს მუშაობს, როდესაც ის გერმანიიდან ჩამოვიდა, ვარჯიში უკვე დაწყებული ჰქონდა და ფიზიკურად სხვებზე უკეთეს მდგომარეობაშია. მას შეუძლია მომატება, მაგრამ ახლაც კმაყოფილი ვარ. არ მინდა ვინმეს კოპირება, ჩემი იდეები მაქვს და ვეცდები შთაგონება წარსული გუნდებიდან მივიღო, რომლებმაც მსოფლიოზე შთაბეჭდილება მოახდინეს. ფეხბურთელები გვაკლია, მაგრამ მათი დაბრუნების შემდეგ საქმეს უკეთესად გავაკეთებთ. ვეცდებით, მომავალში უფრო მეტი თავდამსხმელით ვითამაშოთ, მთავარია, რომ ამ ყველაფერში ბალანსი იყოს. ვეძებთ გამოსავალს, რომ რაც შეიძლება მეტი ნიჭიერი ფეხბურთელი გამოვიყენოთ".

იუვენტუსმა სეზონის სასტარტო მატჩი დეიან კულუშევსკის, ლეონარდო ბონუჩისა და კრიშტიანო რონალდოს გოლებით მოიგო, მომდევნო ტურში კი, 27 სექტემბერს, სტუმრად რომას დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები