Thumbnail
  • სიფუენტესი 85 წლის განმავლობაში ლა ლიგის ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა
  • ყველა დროის რეკორდი რეალ სოსიედადის ყოფილ გოლკიპერს უკავშირდება

კადისის მეკარე ალბერტო სიფუენტესი უკანასკნელი 85 წლის განმავლობაში ლა ლიგის ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა. მან ესპანეთის ჩემპიონატის ელიტარულ დივიზიონში 41 წლისა და 114 დღის ასაკში პირველად ითამაშა. ეს ლა ლიგის მე-2 ტურში უესკასთან მატჩში მოხდა, რომელიც კადისელებმა 2:0 მოიგეს.

ამ მხრივ რეკორდსმენი რეალ სოსიედადის ყოფილი გოლკიპერი ჰარი ლოუა, რომელსაც ლა ლიგაში დებიუტი 1935 წელს 48 წლისა და 226 დღისას ჰქონდა.

ცნობისთვის, სიფუენტესი ალბასეტეს აღზრდილია. ის კადისში 2015 წლის ზაფხულში პოლონური პიასტიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა. გასულ სეზონში მან სეგუნდა დივიზიონში 39 მატჩი ჩაატარა და 33 გოლი გაუშვა. მას ესპანურ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს.

კომენტარები

ბოლო ამბები