Thumbnail

ხარაზიშვილის კლუბი: დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'მსგავსი ქმედებები უნდა იყოს აღკვეთილი ქვეყანაში და მითუმეტეს რაგბის სამყაროში'
  • სარაგბო კლუბი იუნკერები საგანგებო განცხადებას ავრცელებს

სარაგბო კლუბი იუნკერები კაპიტნის რამაზ ხარაზიშვილის დაჭრის ფაქტს გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში საგანგებო განცხადება გაავრცელა:

“როგორც თვქენთვის ცნობილია, რამოდენიმე დღის წინ, მოხდა ყველასთვის არასასიამოვნო ინციდენტი, ჩვენი კლუბის კაპიტნის, რამაზ ხარაზიშვილის მისამართით განხორციელდა თავდასხმა. ის იქნა ფეხში დაჭრილი, მაგრამ საბედნიეროდ ჭრილობა არ აღმოჩნდა სიცოცხლისთვის საზიანო და ის ქირურგიული ჩარევის შემდეგ თავს კარგად გრძნობს. რამაზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს და ის მოედანზე 6 კვირაში დაბრუნდება. კლუბის სახელით ვგმობთ აღნიშულ ფაქტს, რადგან ეს ეწინააღმდეგება იმ მტკიცე სარაგბო ღირებულებებსა და ფასეულობებს, რომლითაც ჩვენ ასე ვამაყობთ და ვიმედოვნებთ, რომ დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება, რადგან მომავალში მსგავსი ქმედებები უნდა იყოს აღკვეთილი მთლიანად ქვეყანაში და მითუმეტეს რაგბის სამყაროში. ასევე ვიმედოვნებთ, რომ უამრავი მორაგბის წვალებითა და ენთუზიამზმით მოტანილ სარაგბო რეპუტაციას ეს შემთხვევა ვერ დააზიანებს”.

📋 მეტი ამ თემაზე:

შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამაზ ხარაზიშვილი დაჭრეს, რის გამოც მოგვიანებით კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში რაგბის კავშირში სროლის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც შესაბამისად, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

ბოლო ამბები