Thumbnail
  • გიორგი აბურჯანია ესპანეთში დაბრუნდა
  • 25 წლის ფეხბურთელი ლა ლიგა 2-ში ითამაშებს

გიორგი აბურჯანია კარიერას ოვიედოში გააგრძელებს. ესპანურმა კლუბმა საკუთარ ვებგვერდზე ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ახალ გუნდს 2021 წლის ზაფხულამდე იჯარით შეუერთდა.

გიორგიმ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და გუნდთან ერთად ვარჯიშს დაიწყებს, მისი ოფიციალური პრეზენტაცია კი უახლოეს დღეებშია დაგეგმილი.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ოვიედოსთან კონტრაქტს ხელი მოვაწერე და ამ მაისურის ტარებით ამაყიც ვიქნები. იმედი მაქვს, ყველა ერთად შევძლებთ ოვიედოს დაბრუნებას იქ, სადაც ეს კლუბი იმსახურებს“, - თქვა გიორგიმ.

აბურჯანიას სატრანსფერო უფლებები ისევ სევილიას ხელში რჩება. შეგახსენებთ, რომ მან გასული სეზონი ენსხედეს ტვენტეში გაატარა, სადაც 19 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა, თუმცა ნიდერლანდელებმა მისი გაშვება ფინანსური პრობლემების გამო გადაწყვიტეს. აბურჯანიას ესპანეთში სევილიას მეორე გუნდის გარდა, ტარაგონას ხიმნასტიკსა და ლუგოშიც უთამაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები