Thumbnail
  • ერთწლიანი იჯარა ოფიციალურად დადასტურდა
  • თურქი ფეხბურთელი ინგლისში 3,5 მილიონს მიიღებს

თურქი შემტევი ჯენგიზ უნდერი იტალიურ რომას ტოვებს და კარიერას ინგლისში გააგრძელებს. პრემიერლიგის კლუბმა ლესტერ სიტიმ 23 წლის თურქი ფეხბურთელის იჯარით გადაბირება ოფიციალურად დაადასტურა. უნდერი პრემიერლიგაში მინიმუმ ერთ სეზონს გაატარებს.

ლესტერს მომავალ ზაფხულში მისი საბოლოო გამოსყიდვის უპირატესი უფლება ექნება - 25 მილიონ ევროდ. უნდერის ხელფასი ლესტერში 3,5 მილიონი ევრო იქნება.

ჯენგიზ უნდერი რომაში 2017 წლის ზაფხულში, სტამბოლის ბაშაქშეჰირიდან გადავიდა. იტალიურმა კლუბმა მაშინ მის სანაცვლოდ 14,25 მილიონი ევრო გადაიხადა. გასულ სეზონში თურქმა იტალიის სერია A-ს 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (10 ძირითად შემადგენლობაში) და 3 გოლი გაიტანა. უნდერს რომასთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

კომენტარები

ბოლო ამბები