Thumbnail
  • გრან კანარია 107:102 ბილბაო
  • ბურჯანაძის 35 წუთი და 14 ქულა

ბექა ბურჯანაძის გრან კანარიამ ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის პირველ ტურში ბილბაოს უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში მეტოქეს 107:102 მოუგო. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა - 98:98. გრან კანარიამ მეტოქეს ოვერტაიმში 9 ქულა ჩაუგდო და ბილბაოსგან მხოლოდ 4 ქულა მიიღო.

ბექა ბურჯანაძემ პარკეტზე 35:58 წუთი ითამაშა, რა დროშიც 14 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. ბექამ 3-დან 2-ორქულიანი, 6-დან 3-სამქულიანი და 2-დან ერთი საჯარიმო ჩააგდო. ბურჯანაძემ გუნდის გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. ოვერტაიმში ჩაგდებული 9 ქულიდან 6 ქულა ბექას ანგარიშზე იყო. ქართველმა კალათბურთელმა ბილბაოს 2 სამქულიანი ჩაუგდო.

''მინდა, რომ გუნდს, ქომაგებსა და მთელ კუნძულს მივულოცო ეს გამარჯვება. სწორად დავიწყეთ ძალიან ძლიერ გუნდთან თამაში. ბილბაო კარგი გუნდია, რომელსაც ყველა პოზიციაზე გამორჩეული მოთამაშეები ჰყავს. პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მეორე ნახევარში ბილბაომ თავის ძალა გვიჩვენა, თამაშში დაბრუნდა და მატჩიც საინტერესო გახდა. ბედნიერი ვარ, რომ მატჩი მოვიგეთ'', - განაცხადა ბურჯანაძემ შეხვედრის შემდეგ.

გრან კანარიას მომდევნო მეტოქე ლიგა ენდესას მომდევნო ტურში სან პაბლო ბურგოსი იქნება, რომელიც პირველ ტურში ბარსელონასთან ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები