Thumbnail
  • ბარსელონამ ელჩე ანტუან გრიზმანის გოლით დაამარცხა
  • კატალონიელები ჟოან გამპერის თასს 43-ედ დაეუფლნენ

ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონატში ასპარეზობას მომდევნო უიქენდზე იწყებს, ამ შაბათს კი კატალონიელებმა ჟოან გამპერის თასისთვის ელჩესთან ითამაშეს. ეს ფაქტობრივად ტესტ-მატჩი გახლდათ, რომელიც რონალდ კუმანის გუნდმა ანტუან გრიზმანის გოლით 1:0 მოიგო და Trofeo Joan Gamper-ს 43-ედ დაეუფლა.

აღსანიშნავია, რომ კუმანმა ძირითად შემადგენლობაში ათამაშა სათადარიგო მეკარე ნეტო და ბაიერნიდან დაბრუნებული კოუტინიო. წინა ხაზზე ასევე იყვნენ მესი, გრიზმანი და ფატი. როგორც მოსალოდნელი იყო, არ უთამაშიათ არტურო ვიდალს და ლუის სუარესს - კუმანი მათ გუნდიდან უშვებს - ისევე, როგორც 21 წლის რიკი პუჩსაც.

ბარსელონა 1:0 ელჩე

გოლი: 1:0 გრიზმანი (2)

ბარსელონა (4-2-3-1): ნეტო - სერხი რობერტო, პიკე, ლენგლე, ჟორდი ალბა - ბუსკეტსი, დე იონგი - ანსუ ფატი, მესი, კოუტინიო - გრიზმანი.
შეცვლაზე შევიდნენ: პიანიჩი, დემბელე, ტრინკანი და პედრი.

კომენტარები

ბოლო ამბები