Thumbnail

ინგლისის ჩემპიონი ლივერპული ტიაგო ალკანტარას შემდეგ კიდევ ერთი ახალი ფეხბურთელით გაძლიერდა. მერსისაიდელებმა ვულვერჰემპტონ უონდერერსის შემტევი დიოგო ჟოტა გადაიბირეს.

“დიოგო გადავიდა იქ, სადაც ახლა მისი ადგილია. მან ჩვენ დიდი მომენტები გვაჩუქა, რასაც არასდროს დაავივიწყებთ,” - ეს ვულვზის შეფის, ნუნუ ესპირიტუს სიტყვებია.

23 წლის ჟოტას ტრანსფერი ლივერპულს 40-დან 49 მილიონ ევრომდე დაუჯდება. პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელმა ვულვზში 131 მატჩში 44 გოლი გაიტანა და 19 საგოლე პასი გააკეთა. ჟოტა ლივერპულთან კონტრაქტს 2025 წლამდე აფორმებს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე იურგენ კლოპის გუნდმა ბაიერნიდან 30 მილიონ ევროდ ტიაგო ალკანტარა გადაიბირა, უფრო ადრე კი, ოლიმპიაკოსიდან - კოსტას ციმიკასი (13 მილიონად).

კომენტარები

ბოლო ამბები