Thumbnail

მანჩესტერ იუნაიტედის ქომაგები პრემიერლიგის სეზონის პირველ თამაშს გარკვეული იმედებით ელოდნენ, მაგრამ ოლე გუნარ სულშერის გუნდმა მათ იმედები გაუცრუა: 1:3 კრისტალ პალასთან!

სტუმრებმა პირველი ტაიმი ანდროს თაუნსენდის გოლით მოიგეს. მეორე ტაიმში ჯერ ჯორდან აიუმ ვერ გაიტანა პენალტი, შემდეგ კი (VAR-მა პენალტის გამეორება ბრძანა) ვილფრიდ ზაჰამ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან უკვე ზუსტად დაარტყა და კრისტალ პალასის უპირატესობა ორბურთიანი გახდა. იუნაიტედის ახალწვეულმა ვან დე ბეეკმა სხვაობა მე-80 წუთზე შეამცირა, მაგრამ ზაჰამ 5 წუთში სტატუს კვო აღადგინა - 1:3!

მანჩესტერ იუნაიტედი 1:3 კრისტალ პალასი

გოლები: 0:1 თაუნსენდი (7), 0:2 ზაჰა (74-პენ), 1:2 ვან დე ბეეკი (80), 1:3 ზაა (85)

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა - ფოსუ-მენსა (81. იგალო), ლინდელოფი, მაგუაირი, შოუ - პოგბა (67. ვან დე ბეეკი), მაკტომინაი - ჯეიმსი (46. გრინვუდი), ბრუნო ფერნანდეში, რაშფორდი - მარსიალი.

 

კომენტარები

ბოლო ამბები