Thumbnail

ბუნდესლიგა | ჰაალანდის დუბლი - დორტმუნდმა მოგებით დაიწყო [მიმოხილვები]

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • დორტმუნდის ბორუსიამ სეზონი გამარჯვებით დაიწყო
  • ლუსიენ ფავრის გუნდმა გლადბახი პრინციპულ მატჩში 3:0 დაამარცხა
  • მატჩის გმირები ახალგაზრდები, რეინა და ჰაალანდი გახდნენ

მართალია, ეს არ იყო 8:0 (როგორც ბაიერნის შემთხვევაში), მაგრამ ბუნდესლიგის ახალი სეზონი დორტმუნდის ბორუსიამაც ძალიან კარგად დაიწყო!

BVB-მ ბორუსიების პრინციპულ დუელში გლადბახი 3:0 დაამარცხა. გოლები 17 წლის ჯოვანი რეინამ (პირველი გოლი ბუნდესლიგაში) და 20 წლის ერლინგ ჰაალანდმა (დუბლი) გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ რეინას საგოლე პასი ახალწვეულმა ჯუდ ბელინგემმა მისცა. ჰაალანდის პირველი გოლისას პენალტი რეინამ მოიპოვა, მესამე გოლი კი ჰაალანდს ჯეიდონ სანჩომ გაატანინა.

სტუმრებისთვის ამ მარცხით საშინელი სერია გაგრძელდა: გლადბახმა დორტმუნდთან ზედიზედ მე-12 ოფიციალური მატჩი წააგო. აღსანიშნავია, რომ მე-19 წუთზე დორტმუნდის მე-10 ნომერმა თორგან აზარმა ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა.

დორტმუნდი 3:0 გლადბახი

გოლები: 1:0 რეინა (35), 2:0 ჰაალანდი (54-პენ), 3:0 ჰაალანდი (78)

ბაიერნი 8:0 შალკე

გოლები: 1:0 გნაბრი (4), 2:0 გორეტცკა (19), 3:0 ლევანდოვსკი (31-პენ), 4:0 გნაბრი (47), 5:0 გნაბრი (59), 6:0 მიულერი (69), 7:0 სანე (71), 8:0 მუსიალა (81)

აინტრახტი 1:1 არმინია

გოლები: 0:1 სუკუ (51), 1:1 ანდრე სილვა (62)

უნიონი 1:3 აუგსბურგი

გოლები: 0:1 ვარგასი (40), 1:1 ბიულტერი (75), 1:2 გრეგორიჩი (82), 1:3 ჰანი (89)

კიოლნი 2:3 ჰოფენჰაიმი

გოლები: 0:1 კრამარიჩი (3), 1:1 ანდერსონი (22), 1:2 კრამარიჩი (45+3. პენ), 2:2 დრექსლერი (86), 2:3 კრამარიჩი (92)

ვერდერი 1:4 ჰერტა

გოლები: 0:1 პეკარიკი (42), 0:2 ლუკებაკიო (45+2), 0:3 კუნია (63), 1:3 ზელკე (69), 1:4 კორდობა (90)

შტუტგარტი 2:3 ფრაიბურგი

გოლები: 0:1 პეტერსენი (8), 0:2 სალაი (26), 0:3 გრიფო (48), 1:3 კალაჯიჩი (71), 2:3 ვაგანგიტუკა (81)

 

კომენტარები

ბოლო ამბები