Thumbnail
  • საბურთალომ და თემურ შალამბერიძემ კონტრაქტი გაწყვიტეს
  • თბილისურ კლუბს ლევან კორღალიძე უხელმძღვანელებს

საფეხბურთო კლუბ საბურთალოს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!

თემურ შალამბერიძემ კლუბი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა და მის ნაცვლად თბილისურ კლუბში ლევან კორღალიძე იმუშავებს. ეს უკანასკნელი თბილისის ლოკომოტივს წვრთნიდა, მანამდე კი საბურთალოს ასაკობრივ გუნდში მუშაობდა.

თემურ შალამბერიძემ გუნდთან ერთად მიმდინარე წლის დასაწყისში სუპერთასი მოიპოვა (საბურთალომ დინამო თბილისი 1:0 დაამარცხა). რაც შეეხება კორღალიძეს: მან ლოკომოტივი 12-წლიანი პაუზის შემდეგ ევროტურნირზე დააბრუნა, რის შემდეგაც სეზონის სტარტზე გაათავისფულეს. კორღალიძეს 2-დან 2 მატჩი ჰქონდა მოგებული - ლევანმა თბილისური კლუბი კონკრეტული მიზეზის გამო დატოვა, საქმე მაშინ ფეხბურთელებისთვის ხელფასების დაკლებას ეხებოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები