- ფრანგებმა ჟვანიას კარგი თამაში დაუფასეს.
- Rugbyrama-სა და L'Equipe-ს სიმბოლურ ნაკრებში.
TOP 14-ის 23-ე ტურის შეხვედრაში ზურა ჟვანიამ კლერმონს ლელო დაუდო, ხოლო სტად ფრანსემ მეტოქეს 50:13 სძლია. ჟვანია შეხვედრაში 31-ე წუთიდან ჩაერთო და 73-ე წუთზე ლელოს დადებაც მოახერხა.
► ზურა ჟვანიას ლელო კლერმონთან, TOP 14-ს ახალი ჩემპიონი ეყოლება
ფრანგულმა სარაგბო გამოცემებმა ჟვანიას კარგი თამაში დაუფასეს. Rugbyrama-მ და L'Equipe-მა ქართველი მორაგბე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. L'Equipe-მა ჟვანია და მისი ოთხი თანაგუნდელი შეიყვანა სიმბოლურ ნაკრებში, ხოლო Rugbyrama-მ მხოლოდ ჟვანიასა და სტად ფრანსეს ერთ მორაგბეს დაუთმო სიმბოლურში ადგილი.
კომენტარები