Thumbnail

‘ვიცოდით, რომ დაზიანება მძიმე იყო’ - რამდენს გამოტოვებს სერხიო აგუერო

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • არგენტინელის დამბრუნებას ახალი სეზონის დასაწყისში ელოდნენ
  • ხოსეპ გვარდიოლას აზრით, ფორვარდი მწყობრში ორ თვეში იქნება

კორონავირუსის პანდემიის გამო გამოწვეული პაუზის შემდეგ განახლებულ საფეხბურთო სეზონში, სერხიო აგუერომ სულ 55 წუთით ითამაშა და ტრავმის გამო დარჩენილი შეხვედრები გამოტოვა.

მუხლზე მიღებული მძიმე დაზიანებისა და ოპერაციის შემდეგ, არგენტინელი იმედოვნებდა, რომ შეძლებდა ახალი სეზონის დასაწყისში დაბრუნებულიყო და გუნდს დახმარებოდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ის გარკვეული ხნით ისევ ვერ ითამაშებს.

32 წლის ფეხბურთელს ორთვიანი იძულებითი პაუზის აღება მოუწევს. სერხიო გამოტოვებს ვულვზთან, ლესტერსა და არსენალთან შეხვედრებს. საეჭვოა არგენტინელის თამაში "ეტიჰადზე" ლივერპულთან, რომელიც 7 ნოემბერს არის ჩანიშნული.

აგუეროს ტრავმის შესახებ მანჩესტერ სიტის მთავარ მწვრთნელს პეპ გვარდიოლას კითხეს. ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ თავიდანვე იცოდნენ ტრავმის სიმძიმის შესახებ და დაბრუნების სავარაუდო თარიღად ორი თვე დაასახელა.

"ვიცოდით, რომ დაზიანება მძიმე იყო. ვვარაუდობ, რომ ის მზად ერთ ან ორ თვეში იქნება", - განაცხადა გვარდიოლამ.

კომენტარები

ბოლო ამბები