Thumbnail

ავსტრალიელი მორაგბე: ჰომოსექსუალები ჯოჯოხეთში მოხვდებიან, რა ელის ისრაელ ფოლაუს?

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ავსტრალიის ნაკრების ფულბეკი ისრაელ ფოლაუ სკანდალში გაეხვა.
  • ფოლაუს, როგორც ჩანს, არ დასჯიან.

ავსტრალიის ნაკრების ფულბეკი ისრაელ ფოლაუ დიდ შარშია, თუმცა მორაგბემ ეს საკუთარ თავს უნდა დააბრალოს - ფოლაუმ, ღრმადმორწმუნე ქრისტიანმა ბიბლია დაიმოწმა და სოციალური მედიის საშუალებით განაცხადა, რომ ჰომოსექსუალები ჯოჯოხეთში მოხვდებიან, თუ არ მოინანიებენ.

ავსტრალიის რაგბის კავშირმა უკვე დაიბარა ფოლაუ განმარტებისთვის. რაგბი ავსტრალიის შეფმა რეილინ კასტლმა 29 წლის მორაგბე პირადად დაიბარა შეხვედრაზე. როგორც ჩანს, ფოლაუ თავიდან აიცილებს სასჯელს, ყოველი შემთხვევისთვის, პირველი შეხვედრის მერე ასე გადაწყდა.

კასტლმა მორაგბეს ურჩია სოციალური მედიის საშუალებით უფრო პოზიტიური მესიჯები გააჟღეროს, ხოლო ფოლაუ ითხოვდა, რომ მის რწმენას არ შეხებოდნენ. ქრისტიანული მოძღვრების თანახმად კი ჰომოსექსუალებს ჯოჯოხეთი ელით. 

აპრილის დასაწყისში ფოლაუმ დადო გრაფიკული სტატუსი საკუთარ ინსტაგრამზე, რომელშიც მითითებული იყო "შენი გზა" და "ღმერთის" გზა. როდესაც მას ჰკითხეს, "როგორია ღმერთის აზრით ჰომოსექსუალი ადამიანების გზა", ფოლაუმ უპასუხა: "ჯოჯოხეთი... სანამ თავიანთ ცოდვებს არ მოინანიებენ". ამ ფრაზას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა სოციალურ მედიაში. ფოლაუ ჰომოფობიაში დაადანაშაულეს და გახშირდა მასზე თავდასხმები ტვიტერზე და ინსტაგრამზე. ფოლაუმ ეს ფრაზა მოგვიანებით წაშალა, მაგრამ დატოვა სტატუსი. 

რაგბი ავსტრალია მალევე გაემიჯნა ფოლაუს: "ისრაელის გამონათქვამი მისი პირადი რელიგიური მოსაზრებებია, რომელსაც ჩვენ, რა თქმა უნდა არ ვეთანხმებით", - განაცხადა კასტლმა. 

ეს კომენტარი უკვე წაშლილია

ფოლაუს დებიუტი ავსტრალიის ნაკრებში 2013 წელს შედგა, მანამდე იგი სპორტის სხვა სახეობებში - ავსტრალიურ ფეხბურთსა და რაგბილიგაში მოღვაწეობდა. 

ავსტრალიის რაგბის ნაკრების, "ვოლაბების" სპონსორმა Qantas-მა დაგმო ფოლაუს საქციელი: "ისრაელ ფოლაუს ჰომოფობიური განცხადებები ძალიან სამწუხაროა".

ექსპერტების დიდი ნაწილი ეთამხმებიან რაგბი ავსტრალიის გადაწყვეტილებას, ამ ეტაპზე არ დასაჯონ ფოლაუ. "გარდიანის" პოლ კარპი: "ფოლაუს მოსაზრება მიუღებელია, მაგრამ ის ნაკლებად შეიცავს ჰომოფიურ ნიშნებს. დიახ, ნაკრების სპონსორს სრული უფლება აქვს, ამის გამო უარი თქვას ავსტრალიის ეროვნული ნაკრების დაფინანსებაზე, მაგრამ თავად მორაგბის საკუთარი რელიგიური რწმენის გამო დასჯა, გაუმართლებელია". 

კომენტარები

ბოლო ამბები