Thumbnail

30 წამზე მეტი დოჰიოზე - ტოჩინოშინმა დაიეიშოს მძიმე ბრძოლაში მოუგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტოჩინოშინმა ბრძოლა იორიკირით მოიგო
  • ლევან გორგაძეს აკი ბაშოზე სამი მოგება აქვს

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე საშემოდგომო სუპერტურნირზე მეშვიდე ბრძოლა გამართა და მესამე მოიგო.

ლევანის მეტოქე სეკივაკე დაიეიშო იყო, რომელსაც ქართველმა ძალიან მძიმე ბრძოლაში მოუგო და აკი ბაშოზე რიგით მესამე გამარჯვება იზეიმა. სუმოისტები დოჰიოზე 30 წამზე მეტი ჭიდაობდნენ. საბოლოოდ, გორგაძემ მეტოქის დოჰიოდან გადაყვანა მოახერხა და გამარჯვებაც მას დარჩა.

ტოჩინოშინს აკი ბაშოზე 3 მოგება და 4 მარცხი აქვს. მისი მომდევნო მეტოქე მე-8 საჭიდაო დღეს ოძეკი ტაკაკიეშო იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები