Thumbnail

კონტრაქტის დეტალები ცნობილია - გოდინი კალიარიში ითამაშებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • დიეგო გოდინი ინტერმა კონტრაქტისგან გაათავისუფლა
  • ურუგვაელი მცველი კალიარისთან კონტრაქტს 2023 წლამდე გააფორმებს

დიეგო გოდინმა ინტერთან კონტრაქტი გაწყვიტა. იტალიური მედიის ინფორმაციით, ურუგვაელი მცველი კარიერას კალიარიში აგრძელებს. გოდინს ინტერთან კონტრაქტი კიდევ 2 წელი აკავშირებდა და სეზონში 5,5 მილიონი ევრო უნდა მიეღო.

34 წლის ფეხბურთელი ახლა თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს და კალიარისთან კონტრაქტს 2023 წლამდე გააფორმებს. ინტერს თანხები გამოუთავისუფლდა, რითიც ''ნერაძური'' არტურო ვიდალის ხელფასის გადახდას აპირებს.

SKY SPORTS-ის ცნობით, ურგვაელის ტრანსფერი კალიარიში უკვე ხვალ გაოფიციალურდება. დიეგომ ინტერთან ერთად ევროპალიგის ფინალში ითამაშა და სერია A-ში ვერცხლის მედლები მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები