Thumbnail

ზიდანმა არჩევანი გააკეთა? რეალს ერთი შემტევი დატოვებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბორხა მაიორალი მადრიდის რეალში დარჩება - კლუბი მას არ გაყიდის
  • ზინედინ ზიდანს ლუკა იოვიჩზე მეტად მაიორალის დატოვება სურს

ესპანური მედიის ინფორმაციით, ბორხა მაიორალი მადრიდის რეალში დარჩება. ზინედინ ზიდანს არჩევანი ჰქონდა, რომ კლუბში ორიდან ერთი შემტევი დაეტოვებინა. მას ლუკა იოვიჩი ან ბორხა მაიორალი უნდა აერჩია.

Diario AS წერს, რომ მაიორალი ახალ სეზონს მადრიდის რეალში დაიწყებს. ჯერჯერობით ზიდანი არჩევანს სწორედ ესპანელზე აჩერებს, ხოლო ლუკა იოვიჩი სავარაუდოდ კლუბს დატოვებს. 23 წლის ბორხამ შარშანდელი სეზონი ლევანტეში გაატარა. მან ვალენსიურ კლუბში 8 გოლი გაიტანა.

შემტევმა მადრიდის რეალში 31 მატჩში 7 გოლი გაიტანა, თუმცა 4 სეზონიდან 3 წელი განათხოვრების წესით თამაშობდა. ესპანელმა ლევანტეს რიგებში 67 მატჩი ჩაატარა და 13-ჯერ გამოიჩინა თავი.

კომენტარები

ბოლო ამბები