Thumbnail
  • ხვიჩა კვარაცხელია გამოჯანმრთელდა და ვარჯიში დაიწყო
  • 19 წლის ქართველი სპარტაკთან სავარაუდოდ, ითამაშებს

ყაზანის რუბინის დღევანდელ ვარჯიშში ხვიჩა კვარაცხელიამ მონაწილეობა მიიღო, რაც იმის დასტურია, რომ ქართველ ფეხბურთელს ტრავმა აღარ აწუხებს. რუსული კლუბის ვებგვერდზე განთავსებული ფოტოკოლაჟიდან ჩანს, რომ ხვიჩას სახის დამცავი ნიღაბიც არ უკეთია.

მოგეხსენებათ, კვარაცხელიამ 13 სექტემბერს მოსკოვის დინამოსთან მატჩში ტვინის შერყევასთან ერთად ცხვირის დაზიანება მიიღო. ვარაუდობდნენ, რომ მას ცხვირი გატეხილი ექნებოდა და დამცავი ნიღბით თამაში მოუწევდა.

რუბინის მომდევნო მატჩამდე, რომელსაც მოსკოვის სპარტაკთან გამართავს, ზუსტად 2 დღეა დარჩენილი და ქართველი შემტევი, დიდი ალბათობით, თავისი გუნდის დახმარებას მოახერხებს.

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერლიგაში ჩატარებულ 7-ვე ტურში აქვს მონაწილეობა მიღებული. წინა ტურში მან მოსკოვის დინამოსთან პენალტიც მოიპოვა, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლოს მიღებული დაზიანებების გამო სლუცკის მისი შეცვლა მოუწია.

კომენტარები

ბოლო ამბები