Thumbnail

'ბევრი ტიტული უნდა მოვიგო' - ალკანტარა ლივერპულის ფეხბურთელია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • 29 წლის ტიაგო ალკანტარა ლივერპულს შეუერთდა
  • ესპანელი ლივერპულისთვის წლის მეორე ტრანსფერია

ლივერპულმა ახალი სეზონის მორიგი ტრანსფერი გააოფიციალურა. ''მერსესაიდელებმა'' ბაიერნიდან ტიაგო ალკანტარა დაიმატეს. ლივერპულმა ფეხბურთელის ტრანსფერში 30 მილიონი ევრო გადაიხადა და ესპანელს 6-ნომრიანი მაისური გადასცეს.

ალკანტარამ ბაიერნში 7 წელი გაატარა, რა დროშიც კლუბთან ერთად ბუნდესლიგა 7-ჯერ, გერმანიის თასი 4-ჯერ და გერმანიის სუპერთასი 3-ჯერ მოიგო. შარშანდელ სეზონში კი, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულიც გახდა.

''როდესაც წლები გადის, ცდილობ, რომ ბევრი ტიტული მოიგო. გსურს, რომ უფრო მეტი გამარჯვება მოიპოვო. მე მსურს, რომ ლივერპულთან ერთად მნიშვნელოვან მიზნებს მივაღწიო, რაც შეიძლება მეტი ტიტული უნდა მოვიგო. ეს ოჯახს ჰგავს. ამ კლუბთან ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა და აქ თავს კარგად ვგრძნობ'', - განაცხადა ტიაგომ.

სავარაუდოდ, ტიაგო ლივერპულს მესამე მატჩიდან შეუერთდება. ალკანტარას ლივერპულმა პირველ ტურში ლიდსს 4:3 სძლია და ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო.

კომენტარები

ბოლო ამბები