Thumbnail
  • 24 წლის ფეხბურთელს მოურინიოსთან ცუდი ურთიერთობა აქვს
  • დელე ალის დამატება განსაკუთრებით ანტონიო კონტეს სურს 

მას შემდეგ, რაც ლონდონის ტოტენჰემის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გახდა, რამდენიმე ფეხბურთელს კლუბში არსებული სიტუაცია აღარ მოსწონს და გუნდის გამოცვლას ფიქრობს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელსაც პორტუგალიელ სპეციალისტთან ცუდი ურთიერთბა აქვს და "დეზების" დატოვებაზე ფიქრობს, დელე ალია.

24 წლის მოთამაშეს ორი მსურველი ჰყავს. ინგლისელით პარი სენ-ჟერმენი და მილანის ინტერი ინტერესდებიან. იმ შემთხვევაში, თუ ლონდონური კლუბი დელეს გაყიდვას გადაწყვეტს, შეეცდება ის სხვა ლიგაში გაყიდოს, რათა ფეხბურთელით პრემიერლიგის გუნდები არ გაძლიერდნენ.

ტოტენჰემი დელე ალიში სულ ცოტა ხნის წინ 100 მილიონ ფუნტს ითხოვდა, დღეს კი რთული წარმოსადგენია, თუნდაც პარიზულმა გუნდმა ფეხბურთელში ამხელა თანხა გადაიხადოს.

ინტერის მთავარ მწვრთნელს ანტონიო კონტეს ალის დამატება განსაკუთრებით სურს. როდესაც იგი ჩელსის მწვრთნელი იყო, დელეს თამაში იმ დროიდან მოყოლებული მოსწონს და მოხარული იქნება, თუ მას ინტერში იხილავს.

კომენტარები

ბოლო ამბები