Thumbnail

თბილისის ლოკომოტივმა ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სენსაცია მოახდინა - მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე მოსკოვის დინამო დაამარცხა. ყველაზე ემოციური და დასამახსოვრებელი დღე - ასე იხსენებენ "სილკ სპორტის" კომენტატორები: ვაკო ყიფიანი და გიორგი პავლიაშვილი ლოკომოტივი-დინამოს შეხვედრას. 

ვაკო ყიფიანი: ჩემთვის 17 სექტემბერი ყოველთვის სასიამოვნოდ გასახსენებელი დღე იქნება. ლოკომოტივი ფავორიტი არ იყო, მაგრამ განსაკუთრებით პირველი ტაიმის შემდეგ, დავიწყე იმის გაანალიზება, რომ სცენარით ეს შეხვედრა, უნივერსიტატიასთან მატჩს ჰგავდა. მეორე ტაიმში უკვე დინამო მოსკოვს ფავორიტად ვეღარ აღვიქვამდი, ხოლო სიხარულიძის გოლის შემდეგ, მჯეროდა, რომ ლოკომოტივი მეტოქის დამარცხებას მოახერხებდა.

გავაშელიშვილის გოლისას ემოციების კონტროლი უკვე ძალიან რთული იყო. საბოლოოდ თბილისურმა კლუბმა დიდი გამარჯვება მოიპოვა და ქართველი ქომაგები ძალიან გაახარა, მე კი ბედნიერი ვარ იმით, რომ ამ უმნიშვნელოვანესი მატჩის კომენტირება მხვდა წილად.

მოსკოვის დინამოსთან ანგარიში ირაკლი სიხარულიძემ გახსნა

გიორგი პავლიაშვილი: მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი თამაშის წაყვანა გვიწევს, იშვიათად, რომ ეროვნული ნაკრების, ან ევროტურნირებზე ქართული კლუბების მატჩებზე მუშაობის საშუალება მქონდეს. ასეთ თამაშებს განსაკუთრებული მომზადება სჭირდება. ურთულესი ყოფილა ემოციების შეკავება, მაგრამ მგონია, რომ ისეთ მომენტებში, რომლებიც მაგალითად, გუშინდელი თამაშის ბოლო წუთები იყო, ზედმეტ კონტროლზე ლაპარაკი უადგილოა.

ბევრი ყოფილა ისეთი შეხვედრა, რომელიც ძალიან ემოციურია, რომლის დროსაც ძალიან მინერვიულია, მაგრამ როდესაც ქართული გუნდი ასეთ მნიშვნელოვან თამაშს იგებს, სრულიად სხვა შეგრძნებები გეუფლება.

ლოკომოტივი-დინამო მოსკოვის მატჩის წაყვანა დარჩება ჩემთვის კარიერის მნიშვნელოვან მოვლენად. ვისურვებ, რომ ბევრი იყოს ასეთი შეხვედრები, რომლებიც გულშემატკივრებს, კომენტატორებსა და ყველა იმ ადამიანს, რომელიც თუნდაც ნაკლებადაა ფეხბურთში ჩახედული, ასე ძალიან გაახარებს.

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის გამარჯვებას მოსკოველებთან ბევრი არ ელოდა

თბილისის ლოკომოტივმა ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსკოვის დინამო ანგარიშით 2:1 დაამარცხა. თბილისური კლუბის შემდეგი მეტოქე ესპანური გრანადა იქბნება. ესპანეთში შეხვედრა 24 სექტემბერს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები