Thumbnail
  • უეფას შტაბბინაში ევროპალიგის პლეი ოფის წილისყრა ჩატარდა
  • ტურნირის ამ ეტაპზე მოსახვედრად ორი ქართული კლუბი იბრძვის
  • დინამო თბილისისა და თბილისის ლოკომოტივის პოტენციური მეტოქეები ცნობილია

ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში ევროპალიგის პლეი ოფის რაუნდის წილისყრა გაიმართა და ტურნირში მონაწილე ორი ქართული კლუბის სავარაუდო მეტოქეები გაირკვა. პლეი ოფი, რომელიც ერთმატჩიანია, 1-ელ ოქტომბერს გაიმართება და გამარჯვებულები ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებენ.

იმ შემთხვევაში, თუკი დინამო თბილისი ევროპალიგის III საკვალიფიკაციო ეტაზე სტუმრად ფარერების ჩემპიონ კლაკსვიკარს აჯობებს, პლეი ოფში კვლავ გასვლაზე მოლდოვურ შერიფსა და ირლანდიურ დანდალკს შორის უმჯობესს დაუპირისპირდება. საინტერესოა იმის აღნიშვნაც, რომ დინამოელებს, შესაძლოა, ყარაბახი (აზერბაიჯანი) ანაც ლეგია (პოლონეთი)/დრიტას (კოსოვო) წყვილში უკეთესიც შეხვედროდათ.

რაც შეეხება თბილისის ლოკომოტივს, რომელსაც III საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანური გრანადა ელოდება, კიდევ ერთი სასწაულის მოხდენის შემთხვევაში, შეხვედრა შვედურ მალმიოსა და ზაგრების ლოკომოტივს (ხორვატია) შორის უმჯობესთან მოუწევს. ცნობისთვის, ლოკოს პოტენციურ მეტოქეთა შორის შარლერუა (ბელგია)/პარტიზანისა (სერბეთი) და ვოლფსბურგი (გერმანია)/დესნას (უკრაინა) მატჩებში გამარჯვებულებიც იყვნენ.

ევროპალიგის პლეი ოფი

მალმიო/ლოკომოტივი ზაგრები V გრანადა/თბილისის ლოკომოტივი

შერიფი/დანდალკი V კლაკსვიკარი/დინამო თბილისი

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონებმა ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანურ ტირანასთან წაგების (0:2) შემდეგ, ევროპალიგაში გადაინაცვლეს, სადაც მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად უელსური კონაჰი დაამარცხეს (1:0) და კლაკსვიკარს 24 სექტემბერს შეხვედებიან. 

თბილისის ლოკომოტივმა ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინულ უნივერსიტატეა კრაიოვას ანგარიშით 2:1 სძლია, მეორე ეტაპზე კი ამავე ანგარიშით მოსკოვის დინამო დაამარცხა. გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებს სტუმრად გრანადასთან თამაში ასევე 24 სექტემბერს მოუწევთ.

წილისყრის სრული შედეგები

საჩემპიონო გზა

იანგ ბოიზი (შვეიცარია) – ტირანა (ალბანეთი)

დინამო (ზაგრები, ხორვატია) – ფლორიანა (მალტა)/ფლორა (ესტონეთი)

დიურგარდენი (შვედეთი)/კლუჟი (რუმინეთი) – კუოპიო (ფინეთი)/სუდუვა (ლიეტუვა)

არარატ-არმენია (სომხეთი) – ცელიე (სლოვენია)/ცრვენა ზვეზდა (სერბეთი)

დინამო (ბრესტი, ბელარუსი) – ლუდოგორეცი (ბულგარეთი)

სარაევო (ბოსნია-ჰერცეგოვინა)/ბუდუჩნოსტი (მონტენეგრო) – რიგა (ლატვია)/სელტიკი (შოტლანდია)

ლეგია (პოლონეთი) – ყარაბახი (აზერბაიჯანი)

შერიფი (მოლდოვა)/დანდალკი (ირლანდია) – დინამო (თბილისი, საქართველო)

ძირითადი გზა

ჰაპოელი (ბეერ-შევა, ისრაელი)/მოზერველი (შოტლანდია) – პლზენი (ჩეხეთი)/სონდერიისკე (დანია)

რუსენბორგი (ნორვეგია)/ალანიასპორი (თურქეთი) – მურა (სლოვენია)/პსვ (ნიდერლანდები)

სენტ გალენი (შვეიცარია)/აეკ (საბერძნეთი) – ვოლფსბურგი (გერმანია)/დესნა (უკრაინა)

ბაზელი (შვეიცარია)/ანორთოსისი (კვიპროსი) – ცსკა (სოფია, ბულგარეთი)/ტორსჰავნი (ფარერები)

სპორტინგი (პორტუგალია)/აბერდინი (შოტლანდია) – ლინცერი (ავსტრია)/დუნაისკა სტრედა (სლოვაკეთი)

შარლერუა (ბელგია)/პარტიზანი (სერბეთი) – აპოლონი (კვიპროსი)/ლეხი (პოლონეთი)

ბეშიქთაში (თურქეთი)/რიუ ავე (პორტუგალია) – მილანი (იტალია)/ბოდო გლიმტი (ნორვეგია)

კოპენჰაგენი (დანია)/პიასტი (პოლონეთი) – რიეკა (ხორვატია)/კოლოსი (უკრაინა)

მალმიო (შვედეთი)/ლოკომოტივი (ზაგრები, ხორვატია) – გრანადა (ესპანეთი)/ლოკომოტივი (თბილისი, საქართველო)

შკენდია (მაკედონია)/ტოტენჰემი (ინგლისი) – როსტოვი (რუსეთი)/მაკაბი (ჰაიფა, ისრაელი)

სტიაუა (რუმინეთი)/ლიბერეცი (ჩეხეთი) – აპოელ (კვიპროსი)/ზრინსკი (ბოსნია-ჰერცეგოვინა)

სტანდარდი (ბელგია)/ვოივოდინა (სერბეთი) – ფეჰერვარი (უნგრეთი)/რეიმსი (საფრანგეთი)

ვილემ II (ჰოლანდია)/რეინჯერსი (შოტლანდია) – გალათასარაი (თურქეთი)/ჰაიდუკი (ხორვატია)

კომენტარები

ბოლო ამბები