Thumbnail

მე-4 მარცხი აკი ბაშოზე - ტოჩინოშინმა შოდაისთან წააგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტოჩინოშინმა ბრძოლა იორიკირით დათმო
  • გორგაძეს აკი ბაშოზე 2 მოგება და 4 მარცხი აქვს

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე საშემოდგომო სუპერტურნირზე მეექვსე ბრძოლა გამართა და მეოთხედ დამარცხდა.

ლევანის მეტოქე სეკივაკე შოდაი იყო, რომელთანაც ქართველმა ვერაფერი მოახერხა. შოდაიმ გორგაძე დოჰიოდან იორიკირით გაიყვანა და მიმდინარე ბაშოზე მე-5 გამარჯვება იზეიმა.

ტოჩინოშინს აკი ბაშოზე 2 მოგება და 4 მარცხი აქვს. მისი მომდევნო მეტოქე მე-7 საჭიდაო დღეს სეკივაკე დაიეიშო იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები